საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება

საქართველოში მალე შესაძლოა, ყველის მუზეუმი გაიხსნას. მუზეუმის გახსნის ინიაციატორი ყველის მკვლევარი ანა მიქაძეა. მისი თქმით, არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ საქართველოს ყველის წარმოების 80 საუკუნოვანი ისტორია აქვს, არსებობს შესაბამისი არტეფაქტებიც, რომელთა ერთ სივრცეში გაერთიანება შეიძლება. მუზეუმის კონცეფცია ყველის ადგილზე წარმოების იდეასაც მოიცავს. ანა მიქაძის თქმით, სამთავრობო სტრუქტურები უკვე დაინტერესდნენ მისი იდეით და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმის საცდელი მცირე მოდელის დემონსტრირება მოხდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე