ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს ,,ბიბლუსი გალერეაში” შეხვდება

11 მარტს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს ,,ბიბლუსი გალერეაში” უმასპინძლებს. ბეგბედერი მკითხველის შეკითხვებსაც უპასუხებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრესკონფერენცია და დახურული შეხვედრა ქართველ მწერლებთან.

ავტორის ვიზიტთან დაკავშირებით, „გამომცემლობა პალიტრა L“ ბეგბედერის საქვეყნოდ აღიარებული წიგნის „99 ფრანკის“ სპეციალურ ვერსიას გამოსცემს. მის შეძენას მსურველები 10 მარტიდან წიგნის მაღაზიებსა და „ბიბლუსი გალერეაში“ შეძლებენ.

გამომცემლობა ,,პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბერედის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს.