WAN-IFRA ერდოღანს მოუწოდებს, გაზეთი "ზამანი" მესაკუთრეებს დაუბრუნოს

გაზეთებისა და ახალი ამბების მსოფლიო ასოციაციამ WAN-IFRA, თურქეთის პრეზიდენტს გაზეთ ″ზამანის″ დაუყოვნებლივ ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

როგორც "შავი ზღვის უნივერსიტეტში" აცხადებენ, ორგანიზაციამ WAN-IFRA, რომელშიც 120 ქვეყანის 18 ათასი გაზეთი და ტელევიზია, 15 ათასი საინფორმაციო საიტი და 3 ათასი მედია კომპანიაა გაერთიანებული, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილი მისწერა. WAN-IFRA-ს პრეზიდენტის, ტომას ბრუნეგარდის და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტის მარსელო რეჩის მიერ ერდოღანისთვის გაგზავნილ ღია წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობამ გაზეთ ″ზამანის″ დარბევით საერთაშორისო კონვენციები დაარღვია.

"გვინდა შეგახსენოთ, რომ გაზეთ ″ზამანის″ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელში ჩაგდება საერთაშორისო კონვენციებთან ერთად უნივერსალური ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დეკლარაციით აზრის გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა. უნივერსალურ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 19. მუხლში: "ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს. ამ უფლების გათვალისწინებით ხელი არ უნდა ეშლებოდეს, ქვეყნის საზღვრების მიუხედავად, ინფორმაციის ნებისმიერი გზით მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლებას." მოგიწოდებთ, რომ გაზეთი ″ზამანი″ დაყოვნებლივ ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდეს და გაზეთის მმართველობამ სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტების მხრიდან განსაზღვრას პატივი სცენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენმა მთავრობამ აზრის გამოხატვის თავისუფლების მხვრივ ყველა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს,"- ნათქვამია პრეზიდენტის სასახლეში გაგზავნილ წერილში.