ევროკავშირმა სანქციები კიდევ 146 პირს და 37 საწარმოს დაუწესა

ევროკავშირმა სანქციები კიდევ 146 პირს და 37 საწარმოს დაუწესა. როგორც euronews.ge წერს, ისინი დამატებით მოყვნენ სანქციებში, რომელთა 6 თვით გახანგრძლივებაზე ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

პირებს შორის, რომლებზეც სანქციები დაწესდა, რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი და რუსული მედიაჰოლდინგ "Россия сегодня"-ს გენერალური დირექტორი დიმიტრი კისელიოვი არიან.

"146 პირი და 37 საწარმო დამატებით მოყვნენ ევროკავშირის სანქციებში, რომელთა 6 თვით გახანგრძლივებაზე დღეს ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის არიან როგოზინი, გლაზიევი და კისილიოვი", - წერს euronews.ge.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1625