ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ "ყველაფერი მზად ზაფხულისთვის იქნება". "რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის. ამისთვის დაახლოებით საჭიროა 3-4 თვეა საჭირო", - განაცხადა ავრამოპულოსმა.