ევროკავშირის ხელშეწყობით თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

ევროკავშირის ხელშეწყობით თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ხვალ მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ENPARD-დან აცნობეს.

ფორუმის ინიციატორიები არიან ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები: მერსი ქორფსი, "ადამიანი გაჭირვებაში", ქეა საერთაშორისო და ოქსფამი დიდი ბრიტანეთი.

ფორუმს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.

აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები.

"ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, კოოპერატივების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ინიციატივებს; ასევე მიიღებენ ინფორმაციას არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.