ევროკავშირმა სანქციები 146 პირსა და 37 კომპანიას ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ექვსი თვით ახანგრძლივებს სანქციებს 146 პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც "კვლავ უქმნიან საფრთხეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".

შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქციები სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 12 მარტს გამოქვეყნდება.