"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამწლიანი მონაგარი 2013-2015"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას აქვეყნებს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ დუნდუას პოსტს:

"გლობალური შოკის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მხოლოდ 2014 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება.

უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები წელიწადში 2 მლრდ$ ნიშნულზე მაღლა ფიქსირდება.

bpn

2013 წლიდან ქვეყანა უცხოური ვალდებულებების გასტუმრების აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც უცხოელი ინვესტორებისადმი ვალდებულებების დაფარვის მაჩვენებლის გაორმაგებითაც გამოიხატა.

2008-2012 წლებში აღებული საგარეო ვალის და ვალდებულებების დაფარვის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მოცულობა, ის პარამეტრია, რომლითაც მთავრობის 3 წლიანი საქმიანობა უნდა შევაფასოთ, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ვითარება ასეთია:

2013-2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 7 მილიარდ 594 მლნ $ შეადგინა, რაც:

75%-ით აღემატება 2010-2012 წწ 3 წლიან შედეგს.

40%-ით აღემატება 2009-2012 წწ 4 წლიან შედეგს.

P.S.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (სუფთა) = პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები - ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება", - წერს დუნდუა.