ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქციები დაუწესონ.

ამის შესახებ ევროპული მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ისინი კიდევ 28 რუსი პოლიტიკოსისა და სხვა ფიზიკური პირების წინააღმდეგაც ითხოვენ შეზღუდვების დაწესებას. კერძოდ, მათი აზრით, სანქციები უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს უსამართლოდ დაკავებაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა დაუწესდეთ.

შეზღუდვები ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვას და ანგარიშების გაყინვას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივნისში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებენ ბრალს. მის წინააღმდეგ საბოლოო განაჩენს რუსეთის სასამართლო 21 მარტს გამოიტანს.