მოძველებული ტექნიკა და ჰიგიენის დაბალი სტანდარტები - რა პრობლემებია რძის პროდუქტების წარმოებაში?

რძის პროდუქტების წარმოებაში მცირე ზომის მწარმოებლები დომინირებენ, მოძველებული ტექნიკით და ჰიგიენის დაბალი სტანდარტებით - ასეთია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს რძის სექტორის შესახებ ჩატარებული კვლევის მთავარი შედეგი.

კვლევის შედეგები და სექტორის სურსათის უვნებლობასა და კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები რძის პირველი ეროვნული კონგრესის ფარგლებში განიხილეს. კონგრესზე FAO-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. პროექტის ფარგლებში ქართველი ფერმერები ტრენინგებს გაივლიან და საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნობიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე