რა სარგებლობა მოაქვს ნაგავს

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში დასუფთავების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით, არაერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თუმცა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.

ქუჩაში დღესაც ხშირად შეხვდებით დაყრილ ნარჩენებს.

აღსანიშნავია, რომ ბოსტნეულის და ხილის ნარჩენების გახრწნას ერთი თვე სჭირდება, მუყაოს კოლოფს სამი თვე, ჩვეულებრივი ქაღალდის გახრწნას 2 წელი, თუნუქის ქილას 10 წელი, ალუმინის ქილას კი 500 წელი. გარდა იმისა, რომ ნაგავი ქუჩების იერსახეს ამახინჯებს და ანტისანიტარიას იწვევს, იგი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

თუმცა, ნაგავი შესაძლოა, სასარგებლოც აღმოჩნდეს, რადგან მისი გადამუშავების შედეგად, სხვადასხვა საჭირო ნივთის დამზადებაც არის შესაძლებელი.

Allnews.ge დაინტერსდა მსოფლიოში ნაგვის გადამუშავების რა პრაქტიკა არსებობს და ფიქრობენ თუ არა ამაზე საქართველოში.

როგორც გავარკვიეთ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნაგვის გადამუშავების პრაქტიკა უკვე დამკვირდებულია. ნაგავს ბევრ ქვეყანაში სხვა დანიშნულებაც მოუძებნეს და სასათბურე მეურნეობაში სასუქად იყენებენ, მისგან გამომუშავებული გაზით კი სათბურებს ათბობენ.

გადამუშავებული ნაგვისგან, ახალი ნივთების გაკეთებაცაა შესაძლებელია, ამის შესანიშნავი მაგალითია იაპონია. პლასტმასის ბოთლების გარეცხვის და გადამუშავების შემდეგ იაპონელები მას მეორე სიცოცხლეს ჩუქნიან და მისგან სპორტულ სამოსს, საკანცელარიო ნივთებს, საოფისე ავეჯსა და სკოლის ფორმებს ამზადებენ.

მათ დანიშნულება შუშის ნარჩენებსაც მოუძებნეს, იაპონელები მისგან ფოტოაპარატებს ამზადებენ, რომლებიც ცნობილი ბრენდების პროდუქციასთან შედარებით იაფი ღირს. ამასთან, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქ კავასაკიში საპონს იმ ცხიმისგან ამზადებენ, რომელიც რესტორნებსა თუ კაფეებში კერძის მომზადების შემდეგ რჩება.

უკრაინაში კი მოხალისეთა გარკვეული ჯგუფი აქციას ატარებს, სადაც ისინი გარკვეულ ტერიტორიას ნაგვისგან ასუფთავებენ, შემდეგ კი მისგან სხვადასხვა ფიგურას ქმნიან.

განაგრძეთ კითხვა