ევროპარლამენტარი სხვისი პულტით სარგებლობისთვის 1530 ევროთი დაჯარიმდა

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის დეპუტატი ევროპარლამენტში ნიკოლა ბეი 1530 ევროთი დაჯარიმდება. როგორც euronews.ge წერს, თანხა მას ხელფასიდან იმისთვის დაექვითება, რომ ოქტომბერში ხმის მიცემისას, მისი პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის ხმის მისაცემი ბარათი გამოიყენა.

"იგივე ქმედებისთვის, დეკემბერში ჰოლანდიელი ულტრა-მემარჯვენე დეპუტატი მარსელ დე ხრააფიც დაჯარიმდა. ბეიმ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას", - წერს euronews.ge.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1817