"რუსთავის აზოტმა" ფუნქციონირება აღადგინა

შპს "რუსთავის აზოტსა" და კომპანია "სოკარს" შორის გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება განახლებულია. როგორც კომპანიაში განაცხადეს, "რუსთავის აზოტმა" ფუნქციონირება აღადგინა.

"რუსთავის აზოტმა" მუშაობა თებერვალში შეაჩერა. შპს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის, ლევან ბურდილაძის განცხადებით, საწარმო ბუნებრივი აირის ფასის შემცირებას ითხოვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბურდილაძემ განუცხადა, თუ ფასი არ შემცირდებოდა, ის ვეღარ გაეშვებოდა და თანამშრომლების დათხოვნა გახდებოდა საჭირო.

ბურდილაძის ინფორმაციით, კომპანია "სოკართან", ასევე ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.