Apple ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გეგმავს

21 მარტს კომპანია Apple ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც კალიფორნიის შტატში, კუპერტინოში მდებარე სათავო ოფისში გაიმართება.

კომპანიას არ დაუზუსტებია, თუ რა პროდუქციის წარდგენას გეგმავს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი iPad ან Apple Watch.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპანია წარადგენს ახალ iPhone-ს 4-დიუმიანი ეკრანით, რომელიც iPhone 5s-ის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება.