იორდანიის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს ეწვევა

27-30 მარტს თბილისს იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისს იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს ბიზნეს წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლებთან გამართავს.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, იორდანიის დელეგაციის შემადგენლობაშია 12 მსხვილი ბიზნესმენი, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მათ შორისაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ტექსტილის წარმოება, სოფლის მეურნეობა და საბანკო სექტორი.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის მიზანს, გარდა შესაძლო ინვესტიციებისა, იორდანიაში ექსპორტის განხორციელების მიზნით ქართველ მეწარმეებთან მომავალი თანამშრომლობა წარმოადგენს.