რჩევები მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს

ბრიტანელი ჯული დეინი მსურველებს ბიზნესის დაწყების საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორც ის ამბობს, მან ბიზნესი დაახლოებით 1 000 დოლარით დაიწყო და დღეს ჩანთების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის The Cambridge Satchel Company-ის აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნული კომპანიის გაყიდვები წელიწადში 15 მილიონ დოლარს აღწევს.

"თუ ეს მე შევძელი, ესე იგი ყველა შეძლებს", - ამბობს იგი.

მისი თქმით, ბიზნესის დაწყებისთვის საჭიროა:

1. შეიმუშავოთ ნათელი და ძლიერი იდეა და მიჰყვეთ მას.

"თავიდან 10 სხვადასხვა იდეაზე ვფიქრობდი, რითიც ფული უნდა მეშოვნა. შემდეგ ამ იდეებს "ქულა" მივანიჭე და ის საქმიანობა ავირჩიე, რასაც ყველაზე მაღალი ქულა დავუწერე, ეს იყო ტყავის ჩანთები.

2. ურყეობა და შეუპოვრობა მნიშვნელოვანია.

"ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ შემიძლია დავქანცო ადამიანი ჩემი დაჟინებული თხოვნით. როდესაც პირველად ვეძებდი ტყავის ჩანთების მწარმოებელს, ერთ-ერთი იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი აღმოვაჩინე, რომელიც ტყავის ჩანთებით სკოლებს ამარაგებდა. მას დავურეკე და ვთხოვე, თუ საიდან მოჰქონდა ჩანთები. თავდაპირველად უარი მითხრა, თუმცა, შემდეგ დაჟინებით ვურეკავდი მას, რამაც შედეგი გამოიღო. მან საბოლოოდ მომცა მწარმოებლის საკონტაქტო".

განაგრძეთ კითხვა