„ზარამ“ ტანსაცმლის გენდერულად ნეიტრალური ხაზი გამოუშვა

ესპანურმა ბრენდმა „ზარამ“ ე.წ. უნისექსის ხაზის ახალი კოლექცია გამოუშვა, რომელიც კაცისა და ქალისთვის განკუთვნილ იდენტურ მაისურებს, ჯინსებსა და შარვლებს აერთიანებს.

„უნისექსის“ ხაზში გამოშვებული ტანსაცმელი ნეიტრალური ფერების - თეთრი, ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერია.

გამოცემა The Local-ის ცნობით, „ზარა“ პირველი მსხვილი ბრენდია, რომელმაც უარი თქვა სქესობრივი განსხვავევის მქონე ტანსაცმელზე. აქამდე „უნისექსის“ ხაზში ტანსაცმელი რიკი ოუენსს და „გუჩის“ ჰქონდა გამოშვებული.