ირანი ამ ეტაპზე ნავთობის მოპოვების გაყინვაზე უარს ამბობს

ირანი ნავთობის წარმოების შესაძლო გაყინვის თაობაზე მოლაპარაკებებში მხოლოდ მაშინ მიიღებს მონაწილეობას, როდესაც წარმოება დღეში 4 მილიონ ბარელს მიაღწევს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განუცხადა.

„თავი დაგვანებობ, ვიდრე დღეში 4 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას არ მივაღწევთ. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მონაწილეობას დისკუსიებში“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.

თებერვლის ბოლოს ბიჯან ზანგანემ განაცხადა, რომ ირანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვება 4,6 მილიონ ბარელს მიაღწევდა.

16 თებერვალს რუსეთი, ვენესუელა, საუდის არაბეთი და ყატარი შეთანხმდნენ, რომ ნვთობის მოპოვებას იანვრის დონეზე შეინარჩუნებდნენ იმ პირობებში, თუ ოპეკ-ის სხვა ქვეყნები მხარს დაუჭერდნენ ამ ინიციატივას.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ნავთობით სავსე ტანკერი პირველად ჩავიდა ირანიდან ევროპაში ოთხი წლის განმავლობაში. 275-მეტრიანი „მონტე ტოლედომ“ 17-დღიანი ცურვის შემდეგ ესპანეთის სამხრეთით 1 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიტანა.