როგორ ებრძოლოთ რეკლამის დამბლოკავებს

პოლიტიკისა და ეკონომიკის შემდეგ, რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა უცხოურ მედიაში, რეკლამის ხარისხი და მისი მზარდი მოცულობა კი მარკეტინგული კვლევების მთავარი ობიექტია.

თუმცა, ბოლო პერიოდში ასევე გაიზარდა იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც სარეკლამო ბანერებს ბლოკავენ.

კვლევითი კომპანია PageFair-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში რეკლამის დამბლოკავთა რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ამერიკაში კი 48%-ით. ბუნებრივია, ასეთი სტატისტიკის ფონზე სულ უფრო აქტუალურია კითხვა, როგორ დავუბრუნოთ მომხმარებელი ინტერნეტ-რეკლამას.

სპეციალისტთა განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი ბუნებრივი რეკლამაა, რომელიც შეესაბამება სარედაქციო კონტენტის სტილს და ორგანულად არის ჩამოსული კონტენტში. ბუნებრივი რეკლამა არ ხვდება ე.წ. „ბანერული სიბრმავის“ ზონაში და სწორად მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელთა დიდ დაინტერესებას იწვევს.

IPG Media Lab-ის კვლევის თანახმად, ტრადიციულ ბანერთან შედარებით, ბუნებრივ რეკლამას 52%-ით მეტი მომხმარებელი ამჩნევს, 68%-ით მეტს კი მეგობრებისთვის მათი გაზიარების სურვილი უჩნდება. გარდა ამისა, ბუნებრივი რეკლამა თითქმი 1,5-ჯერ ზრდის ონლაინ ყიდვების რაოდენობას.

რეკლამის დამბლოკავთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი კარგი მეთოდია ფსონის დადება კრეატიულ რეკლამაზეც. ამიტომ სპეციალისტები რეკლამისდამკვეთებს კარგად შესრულებული ორიგინალური, დახვეწილი და სხვებისგან ნამდვილად განსხვავებული კრეატიული რეკლამის დამზადებაა.