2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარ-თებერვლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 281 მლნ აშშ დოლარი იყო (13%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1133 მლნ აშშ დოლარი (1%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 მარტს გამოქვეყნდება.