საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,6 ათასი ტონა შეადგინა. აღნიშნული მონაცემები იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2 ათასი ტონით ნაკლებია. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბენზინის საწვავის იმპორტმა 36,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,1 ათასი ტონა შეადგინა. 2016 წლის თებერვალში საწვავის კატეგორიების მიხედვით, საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი -25,1 ათასი ტონა ანუ 68,8%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,4 ათასი ტონა ანუ 31,2%. ხოლო კატეგორიების მიხედვით, დიზელის საწვავის იმპორტის მონაცემები ასეთია: 50 PPM (ევრო დიზელი) – 36,2 ათასი ტონა ანუ 95,0%, L-62 დიზელის საწვავი - 1,9 ათასი ტონა ანუ 5,0%.

ქვეყნების მიხედვით, 2016 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან განხორციელდა, აღნიშნული მონაცემი 34,5 ათას ტონას შეადგენს, რაც მთელი იმპორტის 46,2%-ს უდრის. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 12,2 ათასი ტონა (16,4%), ბულგარეთი - 11,4 ათასი ტონა (15,3%), რუსეთი - 9,8 ათასი ტონა (13,1%), თურქმენეთი - 4,9 ათასი ტონა (6,6%), საბერძნეთი - 1,8 ათასი ტონა (2,4%).

რაც შეესება სხვა ნავთობ პროდუქტების იმპორტის მონაცემებს, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 4,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1.0 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. 2016 წლის თებერვლის თვეში კი ქვეყანაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.9 ათასი ტონით მეტია. 2016 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,0 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს.