400 მილიონით შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 400 მილიონით კლება - 2014 წელს დაფიქსირებული 1 მილიარდ 758 მილიონის შემდეგ საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელს 23%-ით შემცირდა. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს ათი უმსხვილესი საინვესტიციო დარგიდან ხუთში მოხდა - ენერგეტიკაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. ექსპერტები საინვესტიციო აქტივობის კლებას შემცირებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და გაუარესებულ ბიზნესგარემოს უკავშირებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსხვილი პროექტების დაწყება ჭიანურდება. ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ბიუროკრატიული პროცესებიც სახელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე