რა პრობლემებია მეფუტკრეობაში?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ENPARD-ის ფარგლებში, სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა დარგში არსებული პრობლემები, მათ შორის, თაფლის ხარისხთან და პროდუქციის ევროკავშირში გატანასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.