ქართულ ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ადგილობრივი ბრენდი გამოჩნდა

ქალისა და მამაკაცის სამოსის ქართული ბრენდის PERSON-ის შექმნის იდეა ავტორებს დაახლოებით ერთი წლის წინ გაუჩნდათ.

შემოქმედებითმა ჯგუფმა და დიზაინერებმა იდეა რეალობად აქციეს და ახალი ქართული ბრენდი შექმნეს, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან სამოსს მისაღებ ფასად სთავაზობს.

ჯგუფმა ცოტა ხნის წინ წარადგინა გაზაფხულის კოლექცია, რომელიც PERSON-ის და ქართველი დიზაინერის ვასკა ტაბატაძის ერთობლივი ნამუშევარია.

„ჩვენი სამოსი შეზღუდული რაოდენობით იკერება და გამიზნულია „პერსონებისთვის“ კომფორტის შესაქმნელად, რომლის საშუალებასაც ჩვენი გამორჩეული და ინდივიდუალური სტილი იძლევა. ბრენდი არ აწესებს ასაკობრივ ცენზს, რადგან ინდივიდუალიზმს ასეთი შეზღუდვები არ აქვს“, - აცხადებენ „პერსონის“ ჯგუფის წევრები.

შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ ეტაპზე მხოლოდ ქალის სამოსი წარადგინა, უახლოეს დღეებში კი მამაკაცის კოლექციას გამოფენენ. ცოტა მოგვიანებით „პერსონი“  ბავშვის სამოსის, ქალისა და მამაკაცის აქსესუარებისა და UNISEX-ის პროდუქტის დამატებას გეგმავს.

ლიკა ჭიღლაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე