სპეციალისტები განმარტავენ იმ მთავარ მიზეზებს, რაც ლარის გამყარებას განაპირობებს

გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმისა და 2,5 ნიშნულამდე დაცემის შემდეგ ლარის კურსი დაახლოებით ერთი კვირაა გამყარებას განაგრძობს. ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება ამჟამად 2 ლარი და 42 თეთრია. სპეციალისტები გამყარების ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის მიერ მარტში დეფიციტური ხარჯვის შემცირებას ასახელებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ლარზე ზეწოლა თანაბარმა ხარჯვამ მნიშვნელოვნად შეამცირა. ლარის გამყარების კიდევ ერთ მიზეზად დოლარზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში არსებულ ნიშნულზე იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე