საქართველოს წელს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ეწვევა

საქართველოს წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ეწვევა.ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირანში იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის ვიზიტამდე, საქართველოს ირანის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან. კერძოდ, აპრილში დაგეგმილია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარის, დოქტორ ალი ლარიჯანის ვიზიტი საქართველოში. ასევე, საქართველოს ეწვევიან ირანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, თეირანის მერი მოჰამად ბაყერ ყალიბაფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი.

ზემოაღნიშნული ვიზიტების ზუსტი თარიღები, ელჩის თქმით, დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.