ჩეხური ”შკოდა” აზერბაიჯანში ქარხანას გახსნის

ჩეხური ავტომწარმოებელი კომპანია "შკოდა", რომელიც რამდენიმე წელია მსოფლიო გიგანტის გერმანული Volkswagen Group-ის კუთვნილებაა, მეზობელ აზერბაიჯანში ქარხანას გახსნის.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქარხანა საქართველოსთან ახლოს, ისტორიულ ქალაქ განჯაში განთავსდება.

როგორც ადგილობრივ მედიას ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატმა იან გემაჩეკმა განუცხადა, ჩეხური მხარე აზერბაიჯანულ მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავს.

უკვე ცნობილია, რომ ქარხანაში წარმოებული ავტომობილები რეგიონის ბაზარზე იქნება გათვლილი.

კოკა კვირკველია