საქართველო-ყირგიზეთის პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველო-ყირგიზეთის პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყირგიზეთთან მიღწეულია გარკვეული შეთანხმება რომელიც ოქმშიც აისახება.

"შევთანხმდით ინვესტიციების დაცვისა და წახალისების ხელშეკრულების განახლებაზე, რომელიც 1997 წელს იყო ხელმოწერილი და შესაბამისად, აქტუალიზაციას საჭიროებს. შევთანხმდით გადასახადებისა და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინვესტიციების წახალისების, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა დავიწყოთ განხილვა პირდაპირი ფრენების დანიშვის, ასევე სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე პრემიერმა დღევანდელი შეხვედრა ძალიან დადებითად და კონსტრუქციულად შეაფასა.

"ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის შემდგომ კერძო სექტორს ექნება გაცილებით მეტი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ურთიერთ ინვესტიციები წახალისებული იქნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.