რუსეთის ახალი პორტები და გადაზიდვებიდან ნავთობის ამოღება - რატომ შემცირდა საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა?

საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა შემცირებულია.ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს რკინიგზით 14 მილიონ 100 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ეს მაჩვენებელი 2014 წელს 16 მილიონ 700 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობაც.

სპეციალისტები ტვირთბრუნვის შემცირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, მათ შორისაა მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და მეზობელ ქვეყნებში არსებული კონკურენტული ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთ მიზეზად რკინიგზის გადაზიდვებიდან ნავთობის ამოღება სახელდება. ექსპერტები რკინიგზასა და პორტებში არსებულ არაეფექტურ მენეჯმენტსა და არასწორ სატარიფო პოლიტიკაზეც ამახვილებენ ყურადღებას. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ანაკლიის პორტის პროექტების დასრულების შემდეგ გადაზიდვების დარგს დამატებითი პრობლემები შეექმნას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე