რუხში მოცვის სადემონსტრაციო ბაღი გაიყიდა

ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში მდებარე მოცვის სადემონსტრაციო ბაღები აუქციონზე გაიყიდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ქართული ბოსტნეულის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის 73691 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურების სადემონსტრაციო ბაღი, 22 ათასი ძირი მოცვის მრავალწლიანი ნარგავებით, 509 200 ლარად გაიყიდა. მიწის ნაკვეთი მყიდველმა 5 წლის ვადით პროფილის შენარჩუნების ვალდებულებით შეიძინა.