თებერვალში იანვართან შედარებით ფასების ინდექსი 1,1%-ით გაიზარდა

2016 წლის თებერვალში 2016 წლის იანვართან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2015 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 3,9%-ით, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით - 25,5%-ით.

2016 წლის თებერვალში 2016 წლის იანვართან შედარებით ფასები 1%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,82 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (5,2%) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (0,6%). ფასების ზრდა დაფიქსირდა ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის (4,9%) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების (0,8%) სექციებზე.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 19,4%-ით და შესაბამისად სექციამ 2,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

დამამუშავებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 1,8%-ით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1,48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (4%) და ქიმიური წარმოების (25,5%) ქვესექციებზე. ფასები შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-14,3%).