რა შემთხვევაში მოხდება ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერა?

რა შემთხვევაში მოხდება ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერა და რა ტიპის დავალიანებებზე გავრცელდება პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით პარლამენტში შესული ინიციატივა - ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტებს გარკვეული სტიმული ექნებათ, რომ კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ. თუმცა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებს მასშტაბური ხასიათი არ ექნება. ზურაბ გვასალიას განცხადებით, დავალიანებების ჩამოწერის მექანიზმი მხოლოდ არაუზრუნველყოფილ სესხებზე გავრცელდება. პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატებია". ცვლილებების თანახმად, ფინანსური ინსტიტუტები დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში დამატებით აღარ დაიბეგრებიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე