როგორ მიმდინარეობს პუშკინის ქუჩაზე გამაგრებითი სამუშაოები

პუშკინის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევის შემდეგ წუხელ გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.

თუმცა, თვითმხილველთა განცხადებით, სამუშაოები დღეს დილით შეჩერდა. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.

მერიის განმარტებით, საყრდენი კედლის ჩამონგრევა რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აგებამ გამოიწვია. კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

თუმცა, მერიის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით, ესტაკადა შენდება და თვეზე მეტია მძიმე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ასევე სრულდება ღრმა ბურღვითი სამუშაოები.

იხილეთ ფოტოგალერეა