პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს. მაია მელიქიძის წარდგენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მოხდა.

"მე ვინარჩუნებ იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი კვალიფიკაცია, განათლება და გამოცდილება გამოადგება მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას", - განაცხადა მაია მელიქიძემ წარდგენისას.

დღემდე მაია მელიქიძე "ლიბერთი ბანკში" მუშაობდა.