"გალტ & თაგარტმა" საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო

"გალტ & თაგარტმა" საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის, საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩეველის წოდება მიიღო.

როგორც "გალტ & თაგარტში" აცხადებენ, Global Banking & Finance Review-მ "გალტ & თაგარტი" დაასახელა, როგორც 2016 წლის "საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში საქართველოში", ასევე "საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია საქართველოში" და "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში".

"გალტ & თაგარტი" მოწოდებულია, გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონულ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს "გალტ & თაგარტ"-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

განცხადების თანახმად, Global Banking & Finance Review არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც მსოფლიო ფინანსურ თანამეგობრობას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელ მონაცემებს. ჟურნალს მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს მკითხველი, კითხულობენ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, მსხვილი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები.