ევროკავშირი მიგრანტებისთვის 700 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს მიგრანტებისათვის 700 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ. ამის შესახებ ევროპული მედია წერს.

როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კონდერსი აცხადებს, გამოყოფილი თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი საბერძნეთში გადაირიცხება, სადაც ათი ათასობით მიგრანტია გაჩერებული მას შემდეგ, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საზღვრები ლტოლვილებისთვის ჩაკეტეს.

"ეს იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირი ამ რთულ პერიოდში საბერძნეთის გვერდით დგას", - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისის წინაშე დგას.