მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე თქმით, რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის, ყინვის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) (კმ94-კმ110) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის განცხადებით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.