პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

"ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება.

2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.