GWP მზად არის გოგირდის აბანოების მფლობელებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზადაა გოგირდის აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკზე მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია დღეს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მზადაა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი.

კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოების გადასახადს აღიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში.