ქავთარაძის ქუჩაზე, "გუდვილში" ძლიერი გაკვამლიანებაა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "გუდვილში" ძლიერი გაკვამლიანებაა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სააგენტოში ძლიერი გაკვამლიანების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის გამოც ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადაა გასული.

სააგენტოში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა ღია ცეცხლი "გუდვილში".