კომპანია "მეტრო +" მძღოლების აქციას ეხმაურება

სატრანსპორტო კომპანია "მეტრო +", ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების აქციას ეხმაურება.

როგორც კომპანიის ზუგდიდის ოფისის დირექტორი დავით ბიბიშვილი აცხადებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და აქციის მიუხედავად, მათი კომპანია კანონის ფარგლებში, საკუთარ საქმიანობას განახორციელებს.

"ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს და ილაპარაკოს ის, რაც უნდა, მაგრამ ჩვენ კანონიერად ვმუშაობთ და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით აუცილებლად განვახორციელებთ რეისებს. პირველი რეისი გავა 12:00 საათზე და მგზავრებს კეთილ მგზავრობას ვუსურვებ", - განაცხადა ბიბიშვილმა.

კომპანია "მეტრო +"-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლების აქცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი კომპანიის ავტობუსს რეისზე გასვლის უფლებას არ მისცემენ.