რობი უილიამსის გარდა, საქართველოს, სავარაუდოდ, ეროს რამაზოტიც ეწვევა

ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის გარდა, საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტიც ჩამოვიდეს.

რამაზოტის სტუმრობა იმ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიზნით, კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მსჯელობს.

არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.