სუპერმარკეტ "გუდვილის" ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა

ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "გუდვილის" შენობიდან ძლიერი კვამლი ამოდის. სავარაუდოდ, სუპერმარკეტის შენობაში ღია ცეცხლის კერაა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და მაშველები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სახანძრო კიბის მეშვეობით, სახურავიდან ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

სუპერმარკეტის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილი შემოფარგლა და ამ დროისთვის "გუდვილის" ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებენ.

ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.