მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10-წლიანი პერიოდულობით ჩატარდება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არაუმეტეს 10-წლიანი პერიოდულობით ჩატარდება. საყოველთაო აღწერის პერიოდულობა "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით დგინდება, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს მომავალში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ორგანიზებას და ჩატარებას, საზოგადოებისათვის კრებითი ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობას და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ გამოყენებას.

ამავე ცვლილებებით, ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა სტატისტიკური კლასიფიკაციებისა და სტანდარტების შემმუშავებელი ორგანო – საქსტატი და სტატისტიკური კლასიფიკაციებისა და სტანდარტების დამდგენი ორგანო - საქსტატის საბჭო.