თბილისის ზოოპარკს მიმდინარე კვირას ახალი ფრინველები და ცხოველები შეემატება

თბილისის ზოოპარკი რიგის ზოოპარკის საჩუქარს მიმდინარე კვირას მიიღებს. უფრო კონკრეტულად, როგორც თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძემ განაცხადა, რიგიდან 19 მარტს ავიარეისით ჩამოაფრენენ დიდი თითიყუშის სახეობას, ორ არარას. 21 მარტს კი ბათუმში, გემით შემოიყვანენ ცხოველებს.

"რიგის ზოოპარკისგან თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადაეცემა 3 ალპაკა, ერთი აქლემი და 1 აზავერი, რომელთა ტრანსპორტირება თბილისში მოხდება", - განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, რიგამ ცხოველების ტრანსპორტირებისათვის 15 000 ევრო გამოყო.