სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა რაოდენობა შემცირდა - რა შეცვალა შეფასების ახალმა მეთოდმა?

მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა რაოდენობა შემცირებულია. იანვარში საარსებო შემწეობა დაახლოებით 129 ათასმა ოჯახმა მიიღო. 2015 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 140 ათასს აჭარბებდა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 5 ათასით შემცირდა თებერვალშიც. ამ ფონზე თებერვალში სოციალური დახმარების მიმღებ პირთა საერთო რაოდენობა 422 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 12 ათასით მეტია.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფიქსირებული მონაცემები გარკვეულწილად 2015 წელს ამოქმედებულ სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება. სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი მეთოდოლოგია მეტადაა მორგებული მრავალშვილიან ოჯახებზე. უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე