"თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა

შპს "თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა.

როგორც "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, სატენდერო პირობების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული ვითარება გაუმჯობესდება.

"თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, აღნიშნულ ტენდერამდე, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში "თბილსერვის ჯგუფმა" მოწვეული (IBRD, KFW) ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვა/ტენდერი საპროექტო სამუშაოების (პროექტის) შესადგენად გამოაცხადა.

თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, უჯრედების გეომემბრანით გადახურვის სარეკულტივაციო სამუშაოები და წარმოქმნილი ბიოგაზის შეგროვების/გადამუშავების სისტემის მოწყობა განხორციელდება", - აცხადებენ "თბილსერვის ჯგუფში".

მათივე ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 აპრილს დასრულდება.