გამგებლის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც ამბროლაურის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ განაცხადა, გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა იყო, თუმცა ამ დროისთვის ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

"გუშინ მოვიდა უხვი ნალექი, თოვდა, იყო ქარბუქი. ამის გამო მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეჩერდა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუშინვე აღდგა. ამ დროისთვის არანაირი პრობლემა გადაადგილების მხრივ არ არსებობს", - განაცხადა ლომთაძემ.

ინტენსიურად თოვდა ტყიბულშიც. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურის მიერ დილიდანვე გაიწმინდა შიდა საუბნო გზები და ამ დროისათვის როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, მხოლოდ მაღალმთიან სოფელ მუხურის მიმართულებით მიმდინარეობს გზის თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები.