რუსეთში თურქული ბროწეულისა და წიწაკის შეტანა აიკრძალა

რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. როგორც რუსული მედია წერს, "როსსელხოზნადზორის" გადაწყვეტილებით, დღეიდან რუსეთში თურქული ბროწეულისა და წიწაკის შეტანა აიკრძალა.

"როსსელხოზნადზორის" ცნობით, აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ აღნიშნულ პროდუქციაში არაერთხელ გამოვლინდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან სხვა პროდუქციის შეტანის აკრძალვაზე.