მოჰყვება თუ არა ფასების შემცირება ლარის კურსის გამყარებას

მოჰყვება თუ არა ლარის კურსის გამყარების ტენდენციას პროდუქტებზე ფასების შემცირება - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვალუტის გამყარება მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირებას არ გამოიწვევს. თუმცა, მათი თქმით, უახლოეს თვეებში პირველადი მოხმარების პროდუქციის, მათ შორის, საკვებისა და მედიკამენტების გაიაფებაა მოსალოდნელი. ფასების მოსალოდნელი შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში გაიაფებული ნავთობია. თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებამ იმპორტირებულ პროდუქციაზე გარკვეულწილად ფასების მატება გამოიწვიოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე